სუარესით „ატლეტიკოში“ უკმაყოფილონი არიან

სუარესით „ატლეტიკოში“ უკმაყოფილონი არიან

„ატლეტიკოს“ შემტევი, ლუის სუარესი, დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. ის მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს გეგმებში აღარ შედის - გვამცნობს Diario AS.

ბოლო დროს ურუგვაელის ადგილს ჭაბუკი პორტუგალიელი ჟოაუ ფელიში იკავებს. სუარესი კი არასაკმარისად მოძრაობსო.

სუარესი „ატლეტიკოში“ „ბარსელონადან“ 2020 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში 35 წლის ფორვარდმა ყველა ტურნირში „ატლეტიკოს“ მაისურით 37 მატჩი გამართა, 11 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.