გიორგი შერმადინის და ბექა ბურჯანაძის შესანიშნავი თამაში ლიგა ენდესაში

გიორგი შერმადინის და ბექა ბურჯანაძის შესანიშნავი თამაში ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესაში მე-18 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ ბექა ბურჯანაძის „ბეტისს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 99:97 დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო 84:84 დასრულდა და გამარჯვებული ოვერ ტაიმში გაირკვა.

ორივე ქართველ კალათბურთელს დიდებული შეხვედრა ჰქონდა, შერმადინი კი MVP გახდა. გიორგიმ 32:13 წუთში 20 ქულა 9 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 6 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი იყო (32) და როგორც ვთქვით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ბურჯანაძემ 31:02 წუთში 18 ქულა და 4 მოხსნა (3 შეტევაში) დააგროვა. მან 5-დან 2 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად, მარგი ქმედების კოეფიციენტი 19 გამოდგა.

„ლენოვო ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 15 მოგებით და 9 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 1 აპრილს, „ვალენსიას“ სტუმრად დაუპირისპირდება. „ბეტისი“ 6 გამარჯვებით და 19 მარცხით ბოლო, მე-18 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 2 აპრილს, „მურსიასთან“ გამართავს.