პიოლი სერია A-ს მარტის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

პიოლი სერია A-ს მარტის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

„მილანის“ დამრიგებელი, სტეფანო პიოლი, სერია A-ს მარტის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს - გვამცნობს ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.

საგანგებო პრიზს სპეციალისტს 4 აპრილს გადასცემენ, „სან სიროს“ სტადიონზე, „მილანისა“ და „ბოლონიის“ მატჩის წინ.

მილანელებმა მარტში ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგეს, 66 ქულა მოაგროვეს და სერია A-ს ცხრილს სათავეში უდგანან. მეორე ადგილზე 63-ქულიანი „ნაპოლია.“ 60 ქულით მესამე საფეხური „ინტერს“ უჭირავს. თუმცა, „ნერაძურიმ“ ერთი მატჩით ნაკლები ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ პიოლიმ „მილანი“ 2019 წლის ოქტომბერში ჩაიბარა. კლუბთან მის კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.