ფატი „ბარსელონას“ დაუბრუნდა

ფატი „ბარსელონას“ დაუბრუნდა

„ბარსელონას“ 19 წლის თავდამსხმელმა, ანსუ ფატიმ, მძიმე ტრავმა მოიშუშა და გუნდს დაუბრუნდა - წერს კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ფორვარდმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და ორშაბათს საერთო ჯგუფთან ერთადაც ივარჯიშა. სავარაუდოდ ის ნატრამვევს მინდორს მალე დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ფატიმ ოპერაციის გაკეთებაზე უარი თქვა და მკურნალობის კონსერვატიულ მეთოდს დათანხმდა.