ფაბრეგასი:

ფაბრეგასი: "პსჟ-ს მესის დონის ფეხბურთელი არასდროს ჰყოლია და ფანების სტვენას არ იმსახურებს"

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა სესკ ფაბრეგასმა ლიონელ მესი პსჟ-ს ფანების კრიტიკისგან დაიცვა. „მონაკოს“ ნახევარმცველმა განაცხადა, რომ მესი სტვენას არ იმსახურებს და „პარი სენ ჟერმენის“ გულშემატკივრებმა მას მადლობა უნდა გადაუხადონ.

„ჩემთვის ეს საკითხი მარტივადაა. ლეო საუკეთესო ფეხბურთელია ისტორია. მესმის, რომ გულშემატკივრებს ზოგჯერ სურთ დაძაბულობის მომენტის შექმნა, რათა მოთამაშეებმა გააცნობიერონ, რომ მეტი უნდა გააკეთონ, მაგრამ თამაშის დროს ფეხბურთელებს მხარდაჭერა სჭირდებათ. ფანებს შეუძლიათ მათ თამაშის შემდეგ დაუსტვინონ.

პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი გახდება. მესი გუნდში ახლახან მივიდა და პსჟ-ს მისნაირი ფეხბურთი ისტორიაში არ ჰყოლია. გულშემატკივრებმა მადლობა უნდა გადაუხადონ და მხარი დაუჭირონ, წელს თუ არა, მომდევნო სეზონში მაინც მოუტანს წარმატებას“, - თქვა ფაბრეგასმა.