იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „რეჯანას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 78:70 დაამარცხა.
ქართველი კალათბურთელი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თორნიკემ 25 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შენგელიამ 11-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.
ბოლონიელთა რიგებში საუკეთესო კაილი ვიმსი იყო, რომელმაც 24 ქულა დააგროვა და მატჩის საუკეთესო მექულე გახდა.
„ვირტუს ბოლონიას“ 19 მოგების საპირისპიროდ 3 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში ლიდერობას „ოლიმპია მილანოსთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი 3 აპრილს, სტუმრად „ტრიესტეს“ შეხვდება.