კანადის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

კანადის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

კანადის ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. ეს 36-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეორედ მოხდა.

კანადელებმა შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა ტურში იამაიკას 4:0 აჯობეს და მუნდიალის საგზური გაიფორმეს. ისინი ბოლოს პლანეტის მთავარი საფეხბურთო ტურნირის მონაწილეები 1986 წელს, მექსიკაში იყვნენ.

ამრიგად, 32 გუნდიდან 20 უკვე გარკვეულია, რომელთა ჩამონათვალი ასეთია:

კატარი, გერმანია, დანია, ბრაზილია, საფრანგეთი, ბელგია, ხორვატია, ესპანეთი, სერბეთი, ინგლისი, შვეიცარია, ნიდერლანდები, არგენტინა, ირანი, სამხრეთ კორეა, იაპონია, საუდის არაბეთი, ეკვადორი, ურუგვაი, კანადა.