დიდუბეში დაზიანებული ლიფტების განახლება გრძელდება

დიდუბეში დაზიანებული ლიფტების განახლება გრძელდება

დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის  დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაციას განაგრძობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები წერეთლის გამზირის N76-სა და N95-ში, ასევე, თევდორე მღვდლის ქუჩის N48-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში განხორციელდა.

ლიფტების რეაბილიტაციის ფარგლებში,  კაბინა და ამწე მექანიზმები დამონტაჟდა. ასევე,  შეიცვალა ელექტროსისტემა და ბაგირები.

დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სატურნი“ განახორციელა. სამუშაოები 82 397 ლარით დაფინანსდა.

დიდუბის რაიონის გამგეობა ლიფტების ჩანაცვლების პროცესს მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს.