უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა კი არა, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს, საქართველოს ხელისუფლება მისი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკიდან გადახვევას არ აპირებს. ასე იყო აქამდე და ასე იქნება მომავალშიც - ასე ეხმიანება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებას.
მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ამის გაჟღერება მოხდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მხრიდან, რაც მიუღებელი და შოკისმომგვრელია.
„უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა კი არა, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს, საქართველოს ხელისუფლება მისი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკიდან გადახვევას არ აპირებს. ასე იყო აქამდე და ასე იქნება მომავალშიც.
სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, რომ არიან სუბიექტები, ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რომლებიც დაინტერესებული არიან, ცდილობენ და ყველაფერს აკეთებენ საომარი მოქმედებების გეოგრაფიული არეალის გასაფართოვებლად და საქართველოს ომში ჩასათრევად.
მოსალოდნელიც იყო, რომ ისინი დიდ ხანს ვერ დამალავდნენ მათ ჩანაფიქრს და ამოცანებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის გაჟღერება მოხდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მხრიდან, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი და შოკისმომგვრელი.
უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, დანილოვს კი მეტ წინდახედულობას და რაციონალურობას.
საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები სრულად ეფუძნება ჩვენი ქვეყნის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას, მათი უფლებების დაცვას და კეთილდღეობას.. და არასოდეს გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რაც რისკის ქვეშ დააყენებს ამ ყველაფერს“ - წერს ირაკლი ბერაია Facebook-ზე.