ჩოხატაური - ბახმაროს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს საათებში დასრულდება

ჩოხატაური - ბახმაროს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს საათებში დასრულდება

ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჩოხატაური - ბახმაროს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე ქვა - ღორღის მასა ჩამოიტანა, რამაც საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეაფერხა.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები, რომლებიც ოპერატიულად რეაგირებენ მოსახლეობის საჭიროებებზე.

საავტომობილო გზის გაწმენდა უახლოეს საათებში დასრულდება.