გასული წლის აგვისტოში კინორეჟისორი მაიკლ უინტერბოლტი ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი “The Beatles”-ის შესახებ ბიოგრაფიული სურათის გადაღებას შეუდგა.
რამდენიმე წლის წინ მწერალმა რიჩარდ დილელომ “The Beatles”-ის ბიოგრაფია გამოაქვეყნა. ამ ნაშრომის სახელწოდებაა “The Longest Cocktail”.
მასში მოთხრობილია ჯგუფის მუსიკალური კარიერის ბოლო წლების შესახებ. განხილულია ლეიბლი “Apple Records”-ის შექმნის ისტორია, გაანალიზებულია ჯგუფის წევრებს შორის ჩამოვარდნილი უთანხმოების მიზეზები და აღწერილია დაშლის შემდეგ მუსიკოსების დამოუკიდებელი კარიერა.
ორი წლის წინ, ამ ნაწარმოების ეკრანიზაციის უფლება ჯგუფი „Oasis”-ის ყოფილმა წევრმა ლიამ გალახერმა შეიძინა და ამ სურათის პროდიუსერობა იტვირთა. გალახერმა სურვილი გასულ წელს აისრულა, როდესაც ამ პროექტით კინორეჟისორი მაიკლ უინტერბოლტი დააინტერესა.
ლიამ გალახერმა მსახიობების შერჩევის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღო. მისი მტკიცებით, სურათი “The Longest Cocktail Party" მსოფლიოს კინოეკრანებზე 2013 წლის ნოემბერში გამოვა.