მესი:

მესი: "მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ბევრ რამეს უნდა გადავხედო"

ლიონელ მესიმ შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულოს. ვენესუელასთან მატჩის (3:0) შემდეგ არგენტინელმა ვარსკვლავმა ამის შესახებ აშკარა მინიშნება გააკეთა.

„აქ დიდი ხანია ბედნიერი ვარ, ჯერ კიდევ კოპა ამერიკის მოგებამდე. კონცენტრირებული ვარ იმაზე, რაც მოხდება უახლოეს მომავალში, პირველ რიგში ეკვადორთან მატჩზე. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ბევრ რამეს უნდა გადავხედო, კარგად იქნება ყველაფერი თუ ცუდად. იმედია, კარგი მსოფლიოს ჩემპიონატი გვექნება, თუმცა, რა თქმა უნდა, მუნდიალის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე 35 წლის იქნება და ამიტომაც, არ არის გამორიცხული ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღოს.