დღეს დილით ბრიტანულმა „Sky Sports” გაავრცელა ცნობა, რომ მომავალი სეზონიდან არგენტინის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი კარლოს ტევესი კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს.
გუშინ იტალიის მიმდინარე პირველობის გამარჯვებული კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ კარლოს ტევესთან მიმდინარე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და ახალი სეზონიდან სამხრეთ ამერიკელი თავდამსხმელი „იუვენტუსის“ ღირსებას დაიცავს.
„ტურინულ გუნდს თავდაპირველად გონსალო იგუიანის შეძენა სურდა, მაგრამ საბოლოოდ კარლოს ტევესის გადმობირებაზე დათანხმდა. კარლოსი იგუიანზე უფრო გამოცდილი მოთამაშეა და მომავალ სეზონში „იუვენტუსს“ უფრო დიდ სარგებელს მოუტანს.“ - განაცხადა ჯუზეპე მაროტამ.
ცნობილი გახდა რომ იტალიური გუნდი ტევესს პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა. უახლოეს დღეებში „იუვენტუსი“ ბრიტანული კლუბის ხელმძღვანელობასთან ოფიციალურ მოლაპარაკებას წამოიწყებს.
„მანჩესტერ სიტი“ დიეგო მარადონას თანამემამულეს 27 მილიონ ევროდ აფასებს. ინგლისის პრემიერლიგის ბოლო პირველობაზე ტევესმა 34 შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ აქტივში 11 გოლი მიითვალა.