სტოლტენბერგი: ძლიერი შეიარაღებული ძალები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გასაღებია და ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას

სტოლტენბერგი: ძლიერი შეიარაღებული ძალები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გასაღებია და ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს შეიარაღებული ძალები და მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალები გვერდიგვერდ ატარებდნენ წვრთნებს ოპერატიული თავსებადობისა და ნდობის გასაძლიერებლად, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

„ეს წვრთნები, რომელიც ჩვენ უკვე მესამედ ჩავატარეთ, ცხადყოფს ნატოს ერთგულებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართ. ეს საქართველოსთან ნატოს მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებაა“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა წლევანდელი წვრთნების კრიტიკულ ფონს, რომელიც გამოწვეულია რუსეთის „უკრაინაში სასტიკი და უაზრო შეჭრით“, რომელმაც „ევროპაში მშვიდობა დაარღვია“.

„ჩვენ დავიცავთ ჩვენს ძირითად პრინციპებს, მათ შორის ყველა ქვეყნის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა. ეს ასევე საქართველოს უფლებაა და მას პატივი უნდა სცენ. ძლიერი და ქმედუნარიანი შეიარაღებული ძალები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გასაღებია და ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას“, - ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ილია აი მართლაც თქვენი დედაც, ჯეკ!
3 წლის უკან