„ბარსელონასა“ და დასავლეთ გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბერნდ შუსტერი, ჟურნალისტებს ლიონელ მესის კატალონიურ კლუბში შესაძლო დაბრუნების შესახებ ესაუბრა.
„ვფიქრობ, მესი „ბარსელონაში“ მოთამაშის სტატუსით არ უნდა დაბრუნდეს. დიახ, მან იქ შესანიშნავი წლები გაატარა და გუნდი ერთ-ერთი საუკეთესო გახადა მსოფლიოში. ეს ამბავი გულშემატკივრებს სამუდამოდ დაამახსოვრდებათ.
მაგრამ მის ადილზე მოტივაციას სადმე სხვაგან მოვძებნიდი. ლეოს კიდევ შეუძლია რამდენიმე სეზონი ჩაატაროს უმაღლეს დონეზე. ჩემი აზრით, პსჟ მისი გუნდი არ არის.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს ESPN.