ჰოლანდი საზაფხულოდ „ბარსელონას“ მთავარი სამიზნეა

ჰოლანდი საზაფხულოდ „ბარსელონას“ მთავარი სამიზნეა

„ბარსელონა“ აგრძელებს დორტმუნდის „ბორუსიის“ შემტევის, ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლას. ნორვეგიელი საზაფხულოდ კატალონიელთა მთავარი სატრანსფერო სამიზნეა - წერს Sport.es.

წყაროს ცნობით, „ბარსელონა“ შეტევის ხაზის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს და ყველანაირად ეცდება ნორვეგიელის ხელში ჩაგდებას. თუმცა ისეთ ფინანსურ პირობებს ვერ შესთავაზებს, როგორსაც „მანჩესტერ სიტი.“ ცნობილია, რომ ჰოლანდის გადაბირება „ქალაქელებსაც“ სურთ.

ჰოლანდი „დორტმუნდში“ 2020 წლის იანვარში „ზალცბურგიდან“ გადავიდა 20 მილიონ ევროდ. კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2024 წელს გასდის.