ბრიტანთის მთავრობამ „ჩელსის“ ლიცენზირების პუნქტში შესწორება შეიტანა. დღეიდან ლონდონურ კლუბს შეეძლება 36 მილიონი ევროს დახარჯვა რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი კომპანიიდან - გვამცნობს Sky Sports.
ეს კომპანია კი Fordstam Ltd-ია, რიმელსაც ბრიტანეთის მთავრობამ 10 მარტს დააკისრა სანქციები. განცხადებაში წერია, რომ ეს შეღავათი კლუბში არსებული „ფინანსური პრობლემების“ გამო მიიღეს.
კიდევ ერთი შესწორება „ჩელსის“ გულშემატკივართა საკითხს შეეხო. ამიერიდან „ლურჯების“ ქიმაგებს შეუძლიათ იყიდონ ბილეთები გასვლით, სათასო და ქალთა მატჩებზე. ჩამოსულ გულშემატკივრებს კი ნება დაეთოთ კლუბის პრემიერლიგურ საშინაო მატჩებზე შეიძინონ ბილეთები. ოღონდ მთელი შემოსავალი შეჯიბრების ორგანოზატორების ანგარიშზე ჩაირიცხება.