დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთი დანაკარგების შესაცვლელად, სავარაუდოდ, რეზერვისტებისა და ახალწვეულების მობილიზებას აპირებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთი დანაკარგების შესაცვლელად, სავარაუდოდ, რეზერვისტებისა და ახალწვეულების მობილიზებას აპირებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაზვერვის შედეგად მოპოვებული ახალი ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა განიცადეს ათასობით მსხვერპლი უკრაინაში შეჭრის დროს.

„რუსეთი, სავარაუდოდ, ახლა ცდილობს მოახდინოს თავისი რეზერვისტებისა და ახალწვეულების ცოცხალი ძალის, ასევე კერძო სამხედრო კომპანიების და უცხოელი დაქირავებულების მობილიზება, რათა შეცვალოს ეს მნიშვნელოვანი დანაკარგები“, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაურკვეველია, როგორ მოხდება ამ ჯგუფების უკრაინაში რუსეთის სახმელეთო ძალებში ინტეგრაცია და რა გავლენას მოახდენს აღნიშნული საბრძოლო ეფექტურობაზე.