ირაკლი ღარიბაშვილი: სამძიმარს ვუცხადებ მადლენ ოლბრაიტის ოჯახსა და ახლობლებს, ის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი და  დემოკრატიის შეუპოვარი ჩემპიონი

ირაკლი ღარიბაშვილი: სამძიმარს ვუცხადებ მადლენ ოლბრაიტის ოჯახსა და ახლობლებს, ის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი და  დემოკრატიის შეუპოვარი ჩემპიონი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პირველი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს. 

როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს, მადლენ ოლბრაიტი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი და  დემოკრატიის შეუპოვარი ჩემპიონი.

"სამძიმარს ვუცხადებ მადლენ ოლბრაიტის ოჯახსა და ახლობლებს. ის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი და  დემოკრატიის შეუპოვარი ჩემპიონი. შეერთებული შტატების პირველი სახელმწიფო მდივნის რანგში, მადლენ ოლბრაიტი იყო ჭეშმარიტი ნოვატორი და  მთელი  თავისი სიცოცხლე ხალხის მსახურებას მიუძღვნა",- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.