2021 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჰაერის ხარისხის სტანდარტი ვერცერთმა ქვეყანამ ვერ დააკმაყოფილა. ამის შესახებ Reuters-ი IQAir-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯანმოს ახალი რეკომენდაციების მიხედვით, ჰაერში მცირე მყარი ნაწილაკების - PM2,5 რაოდენობა კუბურ მეტრზე 5 მიკროგრამს არ უნდა აჭარბებდეს. შვეიცარიულმა კომპანიამ ჰაერის ხარისხი 6 475 ქალაქში ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ ჯანმოს სტანდარტების შესაბამისი ჰაერი მხოლოდ 222-ში დაფიქსირდა.
ამასთან, სტანდარტები დააკმაყოფილა სამმა ტერიტორიამ - საფრანგეთის ახალმა კალედონიამ და აშშ-ის პუერტო-რიკომ და ვირჯინის კუნძულებმა.
ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქვეყნებს შორის ჩადი, პაკისტანი, ინდოეთი და ბანგლადეში „ლიდერობენ“. აქ ჰაერში PM2,5-ის მაჩვენებელი რეკომენდებულზე სულ მცირე 10-ჯერ მაღალია.
ყველაზე სუფთა ჰაერი კი ავსტრალიაში, კანადაში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში, სადაც PM2,5-ის რაოდენობა დაშვებულ ნორმას 1-2-ჯერ აღემატება.