დათხოვნის შემთხვევაში, პსჟ პოჩეტინოს და მის სამწვრთნელო შტაბს 20 მილიონს გადაუხდის

დათხოვნის შემთხვევაში, პსჟ პოჩეტინოს და მის სამწვრთნელო შტაბს 20 მილიონს გადაუხდის

თუკი მაურისიო პოჩეტინოს სეზონის მიმდინარეობისას ან ბოლოს დაითხოვენ, პსჟ-ის ხელმძღვანელობა იძულებული იქნება არგენტინელ სპეციალისტს და მის სამწვრთნელო შტაბს 20 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია გადაუხადოს. იმიტომ, რომ პოჩეტინოს არსებულკონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება - წერს L’Équipe.

არგენტინელის შესაძლო შემცვლელად მადრიდის „რეალის“ ყოფილი დამრიგებლის, ზინედინ ზიდანის კანდიდატურას ასახელებენ.

პოჩეტინო „პარი სენ-ჟერმენში“ 2021 წლის იანვრიდან მუშაობს.