კანიე ვესტის ახალი შეყვარებული ფიქრობს, რომ კიმ კარდაშიანს საერთოდ არ ჰგავს

კანიე ვესტის ახალი შეყვარებული ფიქრობს, რომ კიმ კარდაშიანს საერთოდ არ ჰგავს

ჯულია ფოქსთან დაშორებიდან მალევე კანიე ვესტმა ინსტაგრამის მეშვეობით ხალხს შეატყობინა, რომ ახლა ჩეინი ჯონსს ხვდება. ჩეინი ჯონსი ტიკტოკერი, ინფლუენსერი და მოდელია, რომელსაც სოციალური ქსელების მომხმარებლები კიმ კარდაშიანს ამსგავსებენ. კანიესა და ჩეინის ურთიერთობის დაწყების შემდეგ კი, არაერთი სტატია დაიწერა იმის შესახებ, რომ მომღერალი ყოფილი ცოლის ორეულს ხვდება.

ჩეინს კიმ კარდაშიანის შესახებ TMZ-სთან ინტერვიუს დროს დაუსვეს კითხვები. ტიკტოკერს ჰკითხეს, ამჩნევდა თუ არა გარეგნულ მსგავსებას კიმ კარდაშიანთან, რაზეც ჩეინმა უპასუხა, რომ "ნამდვილად ვერ ამჩნევს". ჩეინს ასევე ჰკითხეს, საუბრობდნენ თუ არა ის და კანიე კიმის შესახებ. ამაზე მოდელმა თქვა, რომ "კიმის შესახებ არასდროს საუბრობენ". ხოლო კანიეს მიერ კიმის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტებზე ჩეინმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ "ამაზე კანიეს უნდა ესაუბროს, რადგან თავად არ სურს საუბარი".

შეგახსენებთ, რომ კანიე ვესტი ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ბოლოდროინდელი პოსტების გამო არაერთხელ დაადანაშაულეს კიმ კარდაშიანისა და მისი შეყვარებულის, პიტ დევიდსონის, შევიწროებაში. ცოტა ხნის წინ კანიემ ძალადობრივი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელშიც პიტ დევიდსონის "მოკვეთილი თავია" ნაჩვენები. გარდა ამისა, ტელეწამყვან ტრევორ ნოას შესახებ რასისტული პოსტის გამო კანიე ვესტი ინსტაგრამზე 24 საათით დაბლოკილიც იყო.

ჩეინი ჯონსმა კანიეს მენტალური ჯანმრთელობის შესახებ შეკითხვებს არ უპასუხა, თუმცა ჯულია ფოქსმა კანიეს ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ TMZ-თან ინტერვიუში ისაუბრა. "კანიე არავის ავნებს, ეს ყველაფერი მისი შემოქმედებითი კრეატიულობის გამოხატულებაა. ვიცი, რომ ეს ყველაფერი აგრესიულად ჩანს, მაგრამ ვფიქრობ, რომ კანიე მალე დამშვიდდება. ვიცი, რომ კანიე ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს", — განაცხადა ფოქსმა.