იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ვენეციას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 81:77 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბოლონიელები მატჩის მიმდინარეობისას 19 ქულითაც აგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში ვითარება შეცვალეს და გამარჯვება მოიპოვეს.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 30 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში მან 15 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. თორნიკემ 9-დან 5 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი კი ააცილა. შენგელიამ იტალიურ კლუბში მეორე მატჩი ჩაატარა, სადებიუტოში მის ანგარიშზე 14 ქულა იყო.
„ვირტუს ბოლონიას“ 18 მოგების საპირწონედ 3 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილს „ოლიმპია მილანოსთან“ ერთად ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 27 მარტს, „რეჯანას“ უმასპინძლებს.