რონალდ კუმანი ახლოსაა ნიდერლანდების ნაკრებში დაბრუნებასთან. ამის შესახებ გამოცემა NOS-ი იტყობინება. ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს კუმანთან, რომელიც ამჟამად უმუშევარია. შეთანხმების მიღწევა ახლოსაა და კუმანი ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებს.
ამჟამად ნიდერლანდების ნაკრებს ლუი ვან გაალი ავარჯიშებს, რომელიც მუნდიალზეც იმუშავებს და შემდეგ გუნდს დატოვებს და დიდი ალბათობით კუმანი შეცვლის.
58 წლის სპეციალისტი ნიდერლანდების ნაკრებს 2018-2020 წლებში უკვე ავარჯიშებდა და სამსახურიდან „ბარსელონასგან“ მიღებული წინადადების გამო წავიდა. აღსანიშნავია, რომ რონალდმა რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია არ უარყო.
„ალბათ, შეიძლება იმის თქმა, რომ დავბრუნდები, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ვან გაალი მიდის. ამის რა შანსია? პროცენტებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლებლობა არსებობს, დიახ“, - აღნიშნა კუმანმა.