„ბარსელონასთან“ მარცხის (0:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, წაგება მისი ბრალია, თუმცა დრამის შექმნა საჭირო არაა, რადგან „სამეფო კლუბს“ საჩემპიონო ბრძოლაში ისევ დიდი უპირატესობა აქვს.
„გუნდი თავის თავს არ ჰგავდა, ასეთი არ არის. დასაწყისი კარგი იყო, მაგრამ გოლის გაშვების შემდეგ კონტროლი დავკარგეთ. მათ ჩვენი შეცდომებით ისარგებლეს და შანსები გამოიყენეს. შესვენებაზე ფეხბურთელებს მეტი შეტევა ვთხოვე, მაგრამ არ გამოვიდა და დაცვაშიც პრობლემები იყო.
„ელ კლასიკოს“ მატჩები იოლი არ არის, გულშემატკივრები ჩვენგან ყოველთვის გამარჯვებას ელიან. ამჯერად წავაგეთ, მაგრამ უპირატესობა გვაქვს და სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. დრამა საჭირო არ არის, უახლოესი ორი კვირა კარგად უნდა დავისვენოთ და მოვემზადოთ. დღევანდელი მარცხი ჩემი ბრალიცაა“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს და „სევილიას“ 9, ხოლო „ბარსელონას“ 12 ქულით უსწრებს.