ორი ბატონის მსახური

ორი ბატონის მსახური

ბატონ კოტე მახარაძეს თეატრში მუშაობა და საფეხბურთო რეპორტაჟების წაყვანა ერთდროულად უწევდა. ამის გამო რუსთაველის თეატრში ხშირად უსიამოვნებები ხვდებოდა. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას თავად იხსენებდა:

“ჩემს გამო ორჯერ ჩატარდა რუსთაველის თეატრში კრება, მაშინ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სერგო ზაქარიაძე იყო.

ერთხელ გაბრაზებულმა მითხრა, ასე როგორ შეიძლება, კაცო? მარჯანიშვილი საფლავში ცხრაჯერ გადაბრუნდება, რომ გაიგოს კოტე მახარაძე სტადიონიდან პირდაპირ სცენაზე ადის და ურიელ აკოსტას თამაშობსო.

კრებაზე ხმები გაიყო და ბატონ სერგოს უნდა გადაეწყვიტა ჩემი ბედი – დავრჩებოდი თუ არა სამუშაოდ. ბოლოს ხელები ასწია და მითხრა: “გეტყობა, ძალიან გინდა, ნებას გრთავ, იკომენტატორე”.

ამის შემდეგ თეატრი ხელს მიწყობდა და საფეხბურთო მატჩის დღეებში სპექტაკლს არ მინიშნავდნენ”.