მიხეილ ჭიაურელს ფილმის “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” გადაღებისას გაუჩნდა სურვილი - გიორგი შენგელაიას და სოფიკო ჭიაურელის სიყვარულის გამჟღავნებისას გადაეღო სახედარი, რომელიც უარყოფის ნიშნად, თავს გააქნევდა.
რამდენიმე დღის შემდეგ გადამღები ჯგუფის წევრები მის მშობლიურ სოფელ დიღომში ჩავიდნენ. თანასოფლელებმა კი უპასუხეს: “აბა, ვირს თავი როგორ გავაქნევინოთო”. ბოლოს თქვეს: “ტიღოს დავუძახოთ, ეშმაკი კაცია, იქნებ, მოიფიქროს რამეო”. ტიღომ კარგად მოუსმინა მიხეილ ჭიაურელს და თქვა: “ჰო, შეიძლება, მაგრამ ფულს თქვენ ვირის პატრონს მისცემთ და მე ტყუილად რატომ გავისარჯო?”
- არა, ტიღო, ფულს შენც მოგცემთ და ვირის პატრონსაც.
სულ მალე ტიღოც და ვირიც გადასაღებ მოედანზე გამოცხადდნენ. ტიღომ მოიტანა რეზინის მილი და ძაბრი ჩამოაცვა. როდესაც ოპერატორმა დაიძახა – “მოტორ!” უეცრად ჩაბერა ძაბრს და ყურნატკენმა სახედარმა თავის ქნევა დაიწყო. ისე კარგად შეასრულა ყველაფერი, რომ დუბლის გადაღება აღარც დასჭირვებიათ.