რიუდიგერმა

რიუდიგერმა "იუვენტუსთან" კონტრაქტი შეათანხმა

ლონდონის „ჩელსისა“ და გერმანიის ნაკრების მცველი ანტონიო რიუდიგერი კარიერას დიდი ალბათობით, „იუვენტუსში“ გააგრძელებს. ინფორმაციას Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, გერმანელმა ფეხბურთელმა იტალიაში დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა. რიუდიგერს „ჩელსისთან“ კონტრაქტი ეწურება და ტურინში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. ის 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 6.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. როგორც მილანური გაზეთი წერს, შეთანხმება უკვე მიღწეულია.

რიუდიგერით „რეალი“ და „ბაიერნიც“ ინტერესდებიან, მაგრამ როგორც ჩანს, გერმანელმა მცველმა იტალიაში დაბრუნება არჩია, სადაც თამაშის გამოცდილება აქვს, რადგან 2015-2017 წლების სეზონში „რომას“ ღირსებას იცავდა.

29 წლის ფეხბურთელი „ჩელსიში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა და მას შემდეგ 190 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა, გერმანიის ნაკრებში კი მას 49 მატჩი აქვს ჩატარებული.