იაპონიაში კარგი დირიჟორების დეფიციტია, რის გამოც იძულებულნი არიან, უცხოელები მოიწვიონ და გვარიანი ჰონორარით ხელდამშვენებულნი გაისტუმრონ.
ცოტა ხნის წინ ფირმა „ჰონდას“ ხელმძღვანელებს პატრიოტული გრძნობები მოეძალათ, ჩვენი ფული სხვა ქვეყნებში რატომ უნდა გაედინებოდესო და საზოგადოებას მალე ელექტრონულ დირიჟორს წარუდგენენ.
ამ ახალ რობოტს შესანიშნავი პლასტიკურობა ექნება და თავისუფლად შეძლებს რომ სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟოროს.
მისი დებიუტი უახლოეს მომავალში გაიმართება. ცნობილია რომ რობოტი ტოკიოს ფილარმონიის ორკესტრს უდირიჟორებს და ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიას შეასრულებინებს.