ამერიკული მანქანები დახმარებას ითხოვენ

ამერიკული მანქანები დახმარებას ითხოვენ

ორი უმსხვილესი ამერიკული კონცერნი: „ჯენერალ მოტორსი“ და „ფორდი“ სახელმწიფოსგან 500 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვენ.

საქმე ისაა, რომ მათ მანქანების იაპონელი მწარმოებლების გადასწრება უნდათ.

ამ თანხის გარეშე ამერიკელი მწარმოებლები მანქანებისთვის ახალი ბატარიების წარმოებას ვერ მოასწრებენ, მათ იაპონელები აუცილებლად დაასწრებენ, რითაც ამერიკული მანქანების გაყიდვა საგრძნობლად შეფერხდება.

არადა, იაფი და მაღალეფექტური აკუმულატორების ბატარიების წარმოება ამ სფეროს განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიური და ჰიბრიდული ავტომობილებისთვის.