ინგლისის ჩემპიონშიფის 38-ე ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ „ქოვენთრი სიტის“ ესტუმრა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა.
„ვეფხვებმა“ ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. მეოთხე წუთზე რიჩარდ სმოლვუდმა გახსნა, ხოლო 28-ე წუთზე რაიან ლონგმანმა სხვაობა ორამდე გაზარდა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.
ეს იყო „ჰალის“ მესამე გამარჯვება მას შემდეგ, რაც გუნდში არველაძე მუშაობს და სხვათა შორის, მეორე სტუმრად. ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ინგლისური გუნდის შედეგი ამ დროისთვის ასეთია: 11 მატჩი, 3 მოგება, 3 ფრე და 5 წაგება.
„ჰალ სიტის“ 38 თამაშში 41 ქულა აქვს და მე-19 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 19 მარტს, შინ „ლუტონთან“ გამართავს.