მიუნხენის „ბაიერნი“ მზადაა თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის კონტრაქტი გაუხანგრძლივოს - გვამცნობს გერმანული Bild.
წყაროს ინფორმაციით, კლუბის გენერალურ დირექტორს, ოლივერ კანს, ძალიან სურს პოლონელის შენარჩუნება და უკვე პირად საკითხებზე უთანხმდება. „ბაიერნში“ იმასაც კარგად უწყიან, რომ ხელფასის გაზრდის გარეშე ახალი ხელშეკრულება ვერ გაფორმდება. ამჟამად რობერტის წლიური ანაზღაურება დაახლოებით 24 მილიონი ევროა წელიწადში.
ლევანდოვსკი „ბაიერნში“ 2014 წლიდან თამაშობს. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მან 26 მატჩში 29 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
მის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.