ორი დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა პროფესიული საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
გუშინ საღამოს გამოცემამ „Goal.com” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ დევიდი დიდ ფეხბურთს არ ემშვიდობება. აღმოჩნდა რომ მოთამაშე „პარი სენ ჟერმენში“ რჩება და კლუბის ხელმძღვანელ სტრუქტურაში ერთ-ერთ თანამდებობას დაიკავებს.
გუშინ, დღის პირველ ნახევარში ბექჰემს „პსჟ“-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი შეხვდა და მომავალ თანამშრომლობაზე დაიყაბულა.
ფეხბურთელის პარიზში დარჩენაში გადამწყვეტი როლი მისმა მეუღლე ვიქტორია ადამსმა ითამაშა. ყოფილ მომღერალს საფრანგეთის დედაქალაქში ცხოვრება ძალიან მოსწონს და სხვა ქვეყანაში გადაბარგება არ სურს.