გუშინ საღამოს ბრიტანულმა სპორტულმა მას-მედიამ ერთი გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამად უკვე ყოფილი თავკაცი ალექს ფერგიუსონი და „ტოტენჰემის“ მოთამაშე გარეთ ბეილი პრემიერ ლიგის უკანასკნელი პირველობის საუკეთესო მწვრთნელად და ფეხბურთელად დასახელდნენ.
საინტერესოა რომ ეს ინტერაქტივი 1994 წლიდან ტარდება და სერ ალექსი მისი გამარჯვებული მეთერთმეტედ გახდა. მას მხოლოდ „არსენალის“ ფრანგი დამრიგებელი არსენ ვენგერი ჩამორჩება, რომლის აქტივში მხოლოდ სამი აღიარებაა.
გარეთ ბეილისათვის ეს წარმატება სპორტული ბიოგრაფიის განმავლობაში პირველია. მიმდინარე სეზონში უელსელმა ნახევარმცველმა „ტოტენჰემის“ რიგებში 32 შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ აქტივში 20 გატანილი ბურთი მიითვალა.
გასულ წელს ანალოგიურ გამოკითხვაში „ნიუკასლის“ მთავარმა მწვრთნელმა ალან პარდიუმ და „მანჩესტერ სიტის“ მცველმა ვენსან კომპანიმ იმარჯვეს.