სიმეონე:

სიმეონე: "ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, ამ გამარჯვების უკან დიდი შრომა დგას"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „მანჩესტერთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც არგენტინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ამ წარმატების უკან დიდი შრომა დგას და ისე ითამაშეს, როგორც დაგეგმილი ჰქონდათ.

„ამ გამარჯვების უკან დიდი შრომა დგას. ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ჯერ კიდევ პორტუში ვითამაშეთ. „მანჩესტერთან“ პირველ შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ და დღესაც შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. ვითამაშეთ ის თამაში, რაც გვინდოდა და მეტოქეს არ მივეცით იმის გაკეთების უფლება, რაც მათ სურდათ.

გუნდი კარგად მუშაობდა და ცოტა სივრცეები დატოვა, მხოლოდ დასაწყისში, როცა 5-3-2 სქემით ვთამაშობდით, საჯარიმოში ბევრს აწვდიდნენ, მაგრამ ტაქტიკა მაშინვე შევცვალეთ. გამახსენდა „იუვენტუსთან“ მატჩი, როცა შინ 2:0 მოვიგეთ, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში „იუვემ“ თავიდანვე შეტევა დაიწყო და 0:3 წავაგეთ. ის მარცხი გამოგვადგა. ახლა ლა ლიგაზე ვიფიქრებთ და მერე ვნახოთ. ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი გუნდია, რომლებიც ბოლომდე არ დანებდებიან“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკომ“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.