„მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის "ატლეტიკოსთან" მარცხით (ორი მატჩის ჯამში 1:2) გამოეთიშა და სეზონში ერთადერთი ტიტულის მოგების შანსიც დაკარგა.
შედეგად, კრიშტიანუ რონალდუმ სეზონი უტიტულოდ დაასრულა, რაც პორტუგალიელი ფეხბურთელის კარიერაში 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა. მაშინაც, კრიშტიანუ „მანჩესტერში“ თამაშობდა.
2006 წლიდან მოყოლებული რონალდუ ყოველთვის ახერხებდა მინიმუმ ერთი ტიტულის მოგებას, იქნებოდა ეს ჩემპიონატი, ევროთასი, სუპერთასი თუ ქვეყნის თასი.
მართალია, „მანჩესტერს“ პრემიერლიგის მოგების თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ მხოლოდ თეორიული და ფორმალური, რადგან სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე მეხუთე ადგილზეა, ოთხი გუნდი უსწრებს და ლიდერი „მანჩესტერ სიტი“ 20 ქულით. შესაბამისად, ნათელია, რომ „იუნაიტედი“ პრემიერლიგას ვერ მოიგებს და ტიტულის გარეშე დარჩება.
აქვე გეტყვით, რომ „წითელი ეშმაკები“ ინგლისის ლიგის თასს ჯერ კიდევ სექტემბერში, ხოლო ინგლისის ლიგის თასს თებერვალში გამოეთიშნენ.