რანგნიკი:

რანგნიკი: "პირველი გოლის გატანას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა „ატლეტიკოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა თქვა, პირველი გოლის გატანას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

„პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ტაიმში რიტმში თამაში გაგვიჭირდა. სამწუხაროდ, ფეხბურთელებმა თავიანთი შანსები ვერ გამოიყენეს, გვქონდა მომენტები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ვიცოდით, რომ ისინი თავს ძალიან კარგად იცავენ, მეორე ნახევარში ერთი-ორი მომენტი გვქონდა, მაგრამ მეკარემ ბრწყინვალედ ითამაშა. კარგად ვიცოდით, რომ პირველი გოლის გატანას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“, - თქვა რანგნიკმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერი“ „ატლეტიკოსთან“ საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში 1:2 წააგო და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა.