პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 111-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი იყო.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, მაღალ დონეზე ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, ასევე საქართველოსა და რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში და გააძლიეროს ძალისხმევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის სრულ ფასოვნად შესასრულებლად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის მიზნით.