პრეზიდენტის კრიტიკა გასაგებია, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ მთავრობისაგან რაიმე ფუნდამენტურად განსხვავებული მესიჯი გააჟღერა, როგორც ევროინტეგრაციასთან მიმართებაში, ასევე გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„პრეზიდენტმა ისაუბრა ზოგად აქცენტებზე და ისაუბრა გარკვეულ ფორმატებზე. ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ფუნდამენტალური საკითხი არის განსხვავებული. მე პრემიერი ფორმულირებას დავეთანხმები, რომ არის გაურკვევლობა კომუნიკაციაში და ეს დარეგულირდება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და განმარტებაც სწორედ ამას ემსახურება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.