კესიე „ბარსელონაში“?

კესიე „ბარსელონაში“?

„მილანის“ ნახევარმცველი, ფრანკ კესიე, „ბარსელონაში“გადასვლასთან ახლოსაა - წერს Sport.es.

წყაროს ცნობით, კატალონიურმა კლუბმა უკვე მიაღწია 25 წლის კოტდივუარელთან წინასწარ შეთანხმებას.

თუ ხელი არაფერმა შეუშალა, კესიე „ბარსელონაში“ უფასოდ გადავა, რადგან მიმდინარე სეზონის ბოლოს მილანელებთან კონტრაქტის ვადა უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება.

2021-22 წლების სეზონში კესიემ „მილანის“ მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, 6 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.