ოლიგარქებს, რომლებიც მშვენივრად ცხოვრობდნენ ახლა პრობლემები აქვთ. მე მოვუწოდებდი მათ, თუ სურთ მომავალი რუსეთის ფარგლებს გარეთ, მაშინ მათ მხარე უნდა შეიცვალონ და ლოიალური დამოკიდებულება პუტინის მიმართ შეწყვიტონ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა განაცხადა.
„ვინც პუტინთან მომავალს აკავშირებს მათ წაგებული აქვთ ეს თამაში. ოლიგარქები პუტინის სისტემის სტაბილიზატორები არიან, თუ მათი ფული რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში არ შევა, პუტინს ძალიან გაუჭირდება“, - განაცხადა მიხაელ გალერმა.