იარმოლენკო:

იარმოლენკო: "რუსები უკრაინელებს კლავენ, ასეთ დროს ფეხბურთზე ფიქრი ადვილი არაა"

ლონდონის „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელმა ანდრეი იარმოლენკომ „ასტონ ვილასთან“ გატანილი გოლის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა და იტირა. უკრაინელმა ნახევარმცველმა მატჩის შემდეგ ბრიტანულ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც ომია, ფეხბურთზე ფიქრი რთულია.

„ემოციურად აღვნიშვნე იმის გამო, რაც უკრაინაში ხდება. ძნელია ფეხბურთზე ფიქრი, როდესაც რუსული არმია უკრაინელებს ყოველდღე კლავს. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. მინდა, მადლობა გადავუხადო „ვესტ ჰემში“ ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მხარს მიჭერდნენ. მადლობელი ვარ გულშემატკივრების, რომლებიც მხარს მიჭერენ, მეც და უკრაინელებსაც. ჩვენ ბრიტანელების მხარდაჭერას ვგრძნობთ. ჯერ 100%-ით მზად არ ვარ. იმ დღიდან, რაც ომი დაიწყო, ნორმალურად არ მივარჯიშია, რადგან მხოლოდ ჩემს ოჯახსა და ნათესავებზე ვფიქრობდი“, - თქვა იარმოლენკომ.

შეგახსენებთ, „ვესტ ჰემმა“ „ასტონ ვილა“ 2:1 დაამარცხა, ხოლო იარმოლენკომ ანგარიში მატჩის 70-ე წუთზე გახსნა.