ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მოჰამედ სალაჰისა და მასთან კონტრაქტის განახლების შესახებ ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს და სიახლე არ არის.
„მომო ამბიციური „ლივერპულს“ ელოდება, როგორიც ადრეც ვიყავით და ახლაც ვართ. მეტის გაკეთება არ შეგვიძლია, სულ ეს არის. საბოლოოდ, ყველაფერი მისი გადასაწყვეტია. კლუბმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.
ნეგატიურად არ ვარ განწყობილი, ვფიქრობ, ყველაფერი კარგადაა. ამ დროისთვის სიტუაცია ზუსტად ისეთია, როგორც უნდა იყოს. არაფერი ახალი არ არის, არც კონტრაქტი გაუფორმებია, არც უარი უთქვამს, არაფერია სიახლე. უბრალოდ უნდა დაველოდოთ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, არ გვეჩქარება“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს, კონტრაქტი კი 2023 წელს ეწურება. ბრიტანული მედიის ცნობით, ეგვიპტელმა ვარსკვლავმა ბოლო წინადადებაზე უარი კიდევ ერთხელ თქვა.