„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე მადრიდის „რეალთან“ ძალიან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
მბაპემ გადაწყვეტილება უკვე მიიღო - პსჟ-თან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და ზაფხულში კარიერას „სამეფო კლუბში“ გააგრძელებს.
წყაროს თანახმად, ფრანგი ფეხბურთელის ხელფასი „რეალში“ სეზონში 25 მილიონ ევრო იქნება და ტრანსფერი მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ დადასტურდება.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წელს „მონაკოდან“ გადავიდა და კლუბის გამორჩეულ ლიდერად იქცა, მაგრამ კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება, შეთანხმებას ვერ მიაღწია.