ლუკაკუ

ლუკაკუ "ბარსელონაში"?

„ბარსელონას“ მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი იქნება.

თუმცა, ესპანურ გრანდს კონკურენტიც ბევრი ჰყავს და ამიტომაც, კლუბის ხელმძღვანელობა ალტერნატიულ ვარიანტებზე უკვე ფიქრობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თუ „ბარსა“ ჰოლანდის დამატებას ვერ მოახერხებს, მაშინ სხვა ფეხბურთელებზე გადაერთვება. ნორვეგიელის ალტერნატივად „ბლაუგრანაში“ პატრიკ შიკი, რომელუ ლუკაკუ და ტიმო ვერნერი ესახებათ.

ლუკაკუ ინგლისურ გუნდში ბედნიერი არაა და მიმდინარე სეზონში არაერთი პრობლემა შეექმნა. ამიტომაც, ბელგიელმა ფეხბურთელმა შესაძლოა „ჩელსი“ ზაფხულში მართლაც დატოვოს.