ლიონელ მესიმ შესაძლოა პსჟ დატოვოს. ამის შესახებ არგენტინული გამოცემა Clarin-ი იტყობინება.
წყაროს თანახმად, მესი ძალიან იმედგაცრუებულია პარიზულ კლუბში მიმდინარე სეზონით და ყველაფერი ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობამ გაამძაფრა, სადაც პსჟ მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ მესის 2015 წლის მერე ჩემპიონთა ლიგა არათუ არ მოუგია, არამედ ფინალშიც არ უთამაშია.
მიმდინარე სეზონში მან პსჟ-ს რიგებში ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა. არგენტინელ ფეხბურთელს პარიზელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.