დანი ალვეში ბენზემაზე:

დანი ალვეში ბენზემაზე: "არ მაინტერესებს, რომ "რეალიდანაა", ის ბრწყინვალე ფეხბურთელია"

„ბარსელონას“ ფეხბურთელი დანი ალვეში „პარი სენ ჟერმენთან“ კარიმ ბენზემას ბრწყინვალე თამაშს და ჰეთ-თრიქს გამოეხმაურა. როგორც ბრაზილიელმა დაწერა, ფრანგი საოცარი ფეხბურთელია.

„არ მაინტერესებს, რომ ის მადრიდის „რეალიდანაა“. რა დიდებული ფეხბურთელია! ეს თამაში მიყვარს“, - დაწერა ალვეშმა ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენი“ „რეალს“ ორი მატჩის ჯამში 2:0-ს ამარცხებდა, მაგრამ კარიმ ბენზემამ 17-წუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიქი შეასრულა და „სამეფო კლუბი“ მეოთხედფინალში გავიდა.