ცნობილია, რომ არომატული ფინჯანი ყავა ააქტიურებს თავის ტვინის მუშაობას და ორგანიზმს მატებს ენერგიას.
მეცნიერებმა მრავალრიცხოვანი მეცნიერული კვლევებით დაამტკიცეს, რომ ყავას ბევრი დადებითი თვისება აქვს. კოფეინისა და ანტიოქსიდანტების წყალობით ყავის ზომიერად მიღება სასარგებლოა ორგანიზმისთვის.
კოფეინი არის მცენარეული ალკალოიდი, რომელიც ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას, ამაღლებს შრომისუნარიანობას, ხსნის დაღლილობასა და ძილიანობას, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას. ანელებს შაკიკით გამოწვეულ თავის ტკივილს. ხშირად კოფეინი შედის ტკივილგამაყუჩებელ წამლებში.
ანტიოქსიდანტი იცავს ორგანიზმის უჯრედებს მავნე ბაქტერიებისგან, ხელს უშლის მის დაბერებას.
ყავა შეიცავს 30-ზე მეტ ორგანულ მჟავას, სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა მაგნიუმი, იოდი, კალიუმი, კალციუმი და B ჯგუფის 8 ვიტამინი.
ყავის მარცვლები პოლიფენოლის შემცველობის წყალობით ამცირებს გულ-სისხლძარღვების დაავადებათა რისკს. ეს არომატული სასმელი სასარგებლოა დაბალწნევიანებისთვის.
ფინჯანი ყავა შეიცავს P ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს ძარღვების მომაგრებას. კოფეინი ასტიმულირებს ტვინის მუშაობას და ხელს უწყობს ყურადღებისა და მეხსიერების გაუმჯობესებას.
მოსაზრება იმის შესახებ, რომ ყავა ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონეს, მართლდება იმ შემთხვევაში, როცა მას უზომოდ მოიხმარენ.
დღეში 1-2 ფინჯანი ყავა, როგორც ზომიერი სტიმულატორი, ხსნის დეპრესიას, დაღლილობის გრძნობას, ენერგიასა და მხრეობას მატებს ადამიანს. სხვათა შორის, ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ ფინჯანი ყავა ხსნის კუნთების დაძაბულობასა და ტკივილს.
ყავა ამცირებს 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტისა და ნაღველკენჭოვანი დაავადებების განვითარების რისკს, ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ბაქტერიოციდული თვისებებით ხელს უშლის კბილის კარიესის გამომწვევი მიკრობების გამრავლებას, დაბალკალორიულია და შეუძლია უშიშრად მიიღოს ყველამ - წონაში არ მოიმატებენ.
მაგრამ ყავის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, ხელების კანკალი, ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება.