რამდენიმე საათის წინ ესპანურმა გამოცემამ „AS” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
აღმოჩნდა, რომ კლუბი „მალაგას“ თავდამსხმელი ისკო კარიერას ბრიტანულ „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.
ესპანური მას-მედიის მტკიცებით, 21 წლის შემტევი გუშინ ინგლისური კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა და სამწლიანი პირადი კონტრაქტი გააფორმა.
ფეხბურთელმა საკუთარი მომავალი „მანჩესტერ სიტის“ კი დაუკავშირა, მაგრამ ეს გარიგება ანდალუსიურმა გუნდმა ოფიციალურად უნდა დაადასტუროს.
„მალაგა“ წამყვან მოთამაშეს 35 მილიონ ევროდ აფასებს. ბრიტანელები კი მხოლოდ 25 მილიონის გადახდას აპირებენ.
გუშინ ესპანურ გაზეთებს „მანჩესტერ სიტის“ სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი ესაუბრა. მისი განცხადებით, ისკოს „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში თამაში კი სურს, მაგრამ „ქალაქელები“ მასში მხოლოდ 25 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.
კულუარული ცნობით, ისკო კარიერას დიდ ბრიტანეთში აუცილებლად გააგრძელებს, კლუბების წარმომადგენლები კი მის სატრანსფერო თანხაზე აუცილებლად შეთანხმდებიან.