გუშინ საღამოს გერმანულმა გამოცემამ „Bild” სენსაციური ცნობა გაავრცელა.
აღმოჩნდა, რომ ბრაზილიის ეროვნული გუნდისა და კლუბი „სანტოსის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა მიუნჰენის „ბაიერნთან“ სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ეს ინფორმაცია ბრაზილიური გუნდის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ვისენტე კასკიონემ გაავრცელა.
საიდუმლოს არ წარმოადგენდა, რომ 2014 წლის მსოფლიო პირველობის დასრულების შემდეგ ნეიმარი კატალონიურ „ბარსელონაში“ უნდა გადასულიყო.
70 წლის კასკიონეს მტკიცებით, ნეიმარი სამშობლოს მალე დატოვებს და გერმანულ გუნდში მიმდინარე წლის აგვისტოდან ითამაშებს.
ბრაზილიური „სანტოსის“ ხელმძღვანელობას ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. რასაკვირველია მას-მედიასთან საუბარს თავად ნეიმარიც გაურბის.